ლას-ვეგასში, ლეგენდარულმა გერმანულმა როკ-ჯგუფმა, Scorpions კონცერტი გამართა. კოლექტივის წევრებმა კონცერტის მსვლელობისას საკულტო სიმღერის, Winds of Change-ის სიტყვები შეცვალეს და მხარი უკრაინას დაუჭირეს.
„გასეირნება მდინარე მოსკოვის ნაპირებზე გორკის პარკამდე“, ჩანაცვლდა სიტყვებით: „ახლა მოუსმინე ჩემს გულს, რომელიც ამბობს უკრაინას“.
ამ დროს არტისტების უკან გამოჩნდა ეკრანი, რომელიც უკრაინის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი. კლაუს მაინე კი სცენაზე ამავე ფერებით გაფორმებული გიტარით გამოჩნდა. აღნიშნულ ქმედებას საზოგადოება დიდი ოვაციებით შეხვდა.
https://www.youtube.com/watch?v=1rWKNfawEiw