LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი ადამიანის სისხლიანი გადაწყვეტილების გამო, ეს სიმღერა კვლავ არის ჩემი ლოცვა კაცობრიობისთვის“ – სტინგი უკრაინას სიმღერას უძღვნის

344
page

ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელმა მუსიკოსმა,  სტინგმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელსაც თან ვრცელ მიმართვა ერთვის. არტისტმა რუსეთ-უკრაინის ომს სიმღერა სახელწოდებით, Russians მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია მისი სადებიუტო სოლო ალბომიდანაა, The Dream of the Blue Turtles, რომელი 1985 წელს გამოვიდა. სიმღერა პოლიტიკური ხასიათისაა და იმდროინდელ მდგომარეობას ასახავს.

„ამ სიმღერის დაწერიდან მრავალი წელი გავიდა და ის სულ რამდენჯერმე შევასრულე, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდებოდა. მაგრამ ერთი ადამიანის სისხლიანი გადაწყვეტილების გამო, შეჭრილიყო მშვიდობიან სახელმწიფოში, ეს სიმღერა კვლავ არის ჩემი ლოცვა კაცობრიობისთვის, მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც იბრძვიან ამ სასტიკი ტირანის წინააღმდეგ და იმ რუსებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა. შევაჩეროთ ომი!“, – წერს სტინგი.

ვიდეო: მადონა პუტინს ღიად უპირისპირდება და მას ჰიტლერს ადარებს – პოპის დედოფალი რუსეთ-უკრაინის ომს კლიპს უძღვნის

ქეთი მელუა უკრაინელებს უმღერის – ემოციური ვიდეო „ფეისბუკიდან“

https://www.youtube.com/watch?v=IW0Wq-t4kSQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები