LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის საჭირო მდინარე ფსოუზე ეს სამარცხვინო საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს

497
237802411_0_0_2914_1646_600x0_80_0_0_08593fb2fe6249a2dc798b59374ec41e

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანტისტული მაუწყებელის RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი უკმაყოფილოა მდინარე ფსოუზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობით. მარგარიტა სიმონიანის შეფასებით, ის ამცირებს მილინობით რუსის ღირსებას. ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე ისაუბრა.

„გუშინ აფხაზეთში ვიყავი – იქ გავხსენით მედიაცენტრი. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ბევრი ვილაპარაკეთ.

შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, გულითადი ხალხი. ჩვენი ხალხი.

ახლა ბრძოლობენ ჩვენთან ერთად, ჩვენთვის.

ახლა ამიხსენით მე, იქ რატომ არის საჭირო ეს სამარცხვინო საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის.

ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით ვის სჭირდება და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის.

ამასობაში, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ ძმებო!” – წერს სიმონიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g