LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

347
BeFunky-collage

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს.

მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.

ქართველ მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დავით გობეჯიშვილი საქართველოს მეოთხე მოქალაქეა, რომელიც უკრაინის ომში ოკუპანტებმა მოკლეს.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში შეტაკებების დროს დაიღუპნენ.

ბერიაშვილი და რატიანი 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება მარიუპოლის ალყის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები