ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. ამიტომაც ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება. აფხაზეთში არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე“, – აღნიშნა სერგეი შამბამ.
ცნობისთვის, მანამდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შესაერთებლად „სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამენ.