სელენა გომესი მენტალურ პრობლემებს ებრძვის. ინსაიდერის ინფორმაციით, გასულ კვირას ის ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში.
26 წლის ვარსკვლავის თქმით, მას 5 წელია, რაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ სელენამ მაშინ განაცხადა, როცა ,,ინსტაგრამ ლაივით” თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა.
მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ დროებით სოციალურ ქსელში აღარ გამოჩნდება, თუმცა გუშინ Taki Taki-ის ვიდეოს გამოსვლა გვახარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ახლა სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში წევს და სარეაბილიტაციო კურსს გადის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სელენას ცხოვრებაში პრობლემებმა თავი არაერთხელ იჩინეს. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მუსიკოსს, თირკმლის გადანერგვაც დასჭირდა, რაშიც მას მეგობარი დაეხმარა. სელენა მაშინ მგლურას ებრძოდა.

