LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ჩემთვის ძალიან რთული მოსასმენია, 2 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ” – ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე

1273
ნიკოლოზ ბასილაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

მას შემდეგ, რაც მოწმის სახით დაკითხვისას, ბასილაშვილის სიდედრმა აღნიშნა, რომ ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ “ეს მისთვის ძალიან რთული მოსასმენია” და უკვე “ორი წელია, რაც ჯოჯოხეთში ცხოვრობს”.

“დაუღრიალა – გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა, გაბრაზებული საბანკო ბარათს უბლოკავდა, კარგ ხასიათზე – უხსნიდა, ერთხელ სახლიდან ხალათით და ჩუსტებით გააგდო” – ბასილაშვილის ყოფილი სიდედრი ჩოგბურთელზე ალაპარაკდა

 

ბასილაშვილმა, რომელიც პროცესს დისტანციურად ერთვება, ეს განცხადება მისი სიდედრის დაკითხვის დროს გააკეთა:

“ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ”, – მიმართა ბასილაშვილმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას, რაზეც მას მოსამართლემ უპასუხა: “ვისმენთ და ბოლოს ვაფასებთ, უნდა მოისმინოთ”.

ბასილაშვილმა კი აღნიშნა, რომ რასაც უსმენს, ვერ გაუძლებს:

“ძალიან რთულია ჩემთვის ამის მოსმენა, ჩემი უფლებები არ მაქვს, როგორც ადამიანს? რასაც ვუსმენ, ვერ გავუძლებ”.

“თქვენი უფლება, რა? მოწმე გავაჩერო და ჩვენება აღარ მივაცემინო? უფლებას რას ეძახით? უნდა მოუსმინოთ და თუ რამეში არ ეთანხმებით, კითხვა დაუსვით”, – აღნიშნა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მოგვიანებით უწყებამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

magti 5g