უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს.
ქართველ მებრძოლს ტყიბულში გადაასვენებენ და კვირას საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი, ქაშვეთის ეკლესიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ტაძარში ჯარისკაცები, ახლობლები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მივიდნენ.
დავით გობეჯიშვილი მე-4 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში ბრძოლისას მოკლეს. ის ქალაქ ირპინთან რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა.
ასევე, 17 მარტს ქალაქ ირპინთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს კი მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.