LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი გიორგი შანიძე დახმარებას ითხოვს: „გვაქვს პატივი, ვიბრძოლოთ ამ საოცარი ღირსების მქონე ერთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ!“

1136
meomrebi

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გიორგი შანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას და დახმარებას ითხოვს:

„ყურადღება!!!

მოკლედ, მეგობრებო ნაცნობებო და უბრალოდ თანამემამულენო,მოგეხსენებათ მე და დავით ქაჯაია ვართ უკრაინაში და გვაქვს პატივი, ვიბრძოლოთ ამ საოცარი ღირსების მქონე ერთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ!

სიტუაცია ასეთია, მოგეხსენებათ თანამედროვე ომის დიდი ნაწილი მიმდინარეობს დრონებით იქნება ეს, დაზვერვა თუ გამანადგურებელი დრონები თუ კამიკაძე დრონები, მე, როგორც დრონის ოპერატორს მომეცა აქ საშუალება, ეს ცოდნა გამომეყენებინა ჩვენს სასიკეთოდ და ერთი გადასარევი ქართველის დახმარებით რამდენიმე დრონიც მყავდა იქაც და ახლა ამ ახალ შენაერთშიც. საქმე ისაა, რომ DJI -ის ფირმის დრონებს ექმნება პრობლემები, ვინაიდან მათმა მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ რუსებს მიჰყიდა ასე ვთქვათ წვდომა ამ კომპანიის დრონების ჩახშობის მექანიზმებზე, შესაბამისად, რიგ შემთხვევებში პრობლემები გვექმნება და მათ ვერ ვიყენებთ. შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიძინოთ შეძლებისდაგვარად სხვა ამერიკული კომპანიის Autel Robotics -ის  დრონი(ები), რომლებიც არ იხშობა  რუსების მიერ, რაც საგრძნობლად გაზრდის ჩვენს ეფექტურობას მიმდინარე მოვლენებში. მოკლედ, თუ ვინმეს რაიმე სახის დახმარება გსურთ და შეგიძლიათ, აგერ გამოუშვით:

თიბისი:

გიორგი შანიძე

GE74TB7000545061600046

საქ ბანკი:

გიორგი შანიძე

GE44BG0000000498785561“.

magti 5g