LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კარპი გიგი დედალამაზიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს: „მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო!..“

278
gigidamarina

„ამ 12 წლის განმავლობაში, რაც მე შენ გიცნობ, ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. ადამიანები დავკარგეთ და ახალი სიცოცხლეების დაბადებას მოვესწარით, გვქონდა ტრიუმფალური აღმაფრენა და დაცემა, ჩხუბი და შერიგება, პანდემია, ახლა კი – ომი. ცხოვრების ამ ყველა ეტაპზე და სიტუაციაში შენ სულ ძლიერ და კეთილ ადამიანად რჩებოდი. ადამიანად, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და ვისითაც უკიდეგანოდ ვამაყობ. ადამიანად, რომლის გამოც ახლა, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში, ცხოვრების აზრს ვხედავ. გიგი, გახსოვს, ყოველთვის ამბობდი, ხუმრობით: მთავარია, მსოფლიოში იყოს მშვიდობა, სახლში კი – გავერკვევით. რა დასანანია, რომ დღეს ეს ხუმრობა აღარ არის. ალბათ, ეს შენი პირველი დაბადების დღეა, როდესაც შენ ერთ რამეს გისურვებ: დადგეს სამყაროში მშვიდობა, იმიტომ, რომ სახლში – ჩვენ გავერკვევით. მე შენ მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო!“, – ასე ულოცავს დაბადების დღეს „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს მისი უკრაინელი მეუღლე მარინა კარპი და მეორე  ნახევართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მარინა კარპი: „შავ-თეთრი ფოტოები გადავიღე, რადგან დღეს ჩემთვის სხვა ფერები არ არსებობს… გული მტკივა და ცუდად ვარ…“

ციცი ფალავანდიშვილი უკრაინელ რძალზე: „მინდა, ჩემი მარინა ისევ ისეთი ხალისიანი, ბედნიერი ვნახო…“

გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე: „დავიბადე დონეცკში, გავიზარდე ბებიასთან, ყირიმში, გავთხოვდი და ბავშვები გავაჩინე საქართველოში“

 

 

 

magti 5g