უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი უკვე 10 წელია, საქართველოში ცხოვრობს. სამშობლოდან შორს, ამ მძიმე პერიოდში საქველმქომედო პროექტში ჩაერთო, რომელიც უკრაინელების დასახმარებლად თანხების მობილიზებას ისახავს მიზნად. მარინა კარპი „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა.
მარინა და გიგი „ახალ დღესთან“ საუბრობენ.
მარინა:
„არასდროს ასე არ ვყოფილვარ. ამ ინფორმაციას ვეღარ ვკითხულობ. არ შემიძლია, გული ისე მტკივა და ისე ცუდად ვარ…. მხოლოდ ოჯახის წევრებთან ვლაპარაკობ. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდითაა. უკრაინის ამდენი დროშა არასდროს მინახავს. ჩემი ორი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო, ერთად არის. საქართველომ ყველაზე კარგად იცის ეს ტკივილი, რასაც ახლა გრძნობს უკრაინელი ხალხი, ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ დავანახვოთ უკრაინელ ხალხს ქართული თვალები. თვალები უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე ბევრი სიტყვა. მინდოდა, შავ-თეთრი ფოტოები ყოფილიყო. ახლა ჩემთვის ფერები არ არსებობს – მხოლოდ თეთრია და შავი…
გიგი:
„გასაოცარია, რაც ქართველებმა უკრაინელებისთვის გააკეთეს – ეს მხარდაჭერა, ფინანსურად თუ სხვა სახით, არის უპრეცედენტო. რისი შესაძლებლობაც აქვთ ადამიანებს, ყველაფერს აკეთებენ…“