ცოტა ხნის წინ 72 წლის ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი შერი ტრიუმფალურად დაუბრუნდა დიდ ეკრანებს. მან მონაწილეობა მიიღო გახმაურებული მიუზიკლის „მამა მიას“ მეორე ნაწილში, რომლის მსოფლიო პრემიერაც ცოტა ხნის წინ შედგა. ფილმში ის მერილ სტრიპის გმირის დედას განასახიერებს. საინტერესოა, რომ ასაკის მიუხედავად შერი ფანტასტიკურად გამოიყურება და ამ ფილმმა მას ახალი ალბომის შექმნის იდეაც მიაწოდა. სწორედ ლეგენდარული ABBA-ს სიმღერების მიხედვით შეიქმნება შერის ახალი ალბომი Dancing Queen, რომელიც გაყიდვაში სექტემბრის ბოლოს გამოვა.
იქამდე კი მუსიკოსმა გულშემატკივრებს ამ ალბომიდან ერთ-ერთ სიმღერაზე SOS გადაღებული ფერადი და ლამაზი ვიდეოკლიპი შესთავაზა. კლიპში თავად შერი არ ჩანს.