LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ბატიაშვილი: “რუსი ფაშისტები მიცვალებულებსაც ერჩიან.. აი, ეს არის რუსეთის რეალური სახე და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ეს!”

243
BeFunky-collage (13)

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-40 დღეს ადგილობრივი ხელისუფლება ჩერნიგოვის ოლქის ოკუპანტებისგან სამი დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ  რუსმა ოკუპანტებმა სასაფლაოც კი გაანადგურეს.

“რუსი ფაშისტები მიცვალებულებსაც ერჩიან – ჩერნიჰივის (ჩერნიგოვის) ოლქიდან მათი გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ რუს ჯარისკაცებს იქ საფლავებიც კი გაუნადგურებიათ.

აი, ეს არის რუსეთის რეალური სახე და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ეს!”, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

სამწუხაროდ ბრძოლები გაგრძელდება. რუსეთის უკრაინიდან გამოსვლა ახლა შეუძლებელია – ეს პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჰგავს… სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო ამ ომამდე: ზურაბ ბატიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე

რეალურად, პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, არავითარი ახალი მსოფლიო ომი არ იქნება – ზურაბ ბატიაშვილი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g