“გირჩი – მეტი თავისუფლების” თბილისის საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც გუშინ დააკავეს, თავისუფალია.
როგორც კობერიძე სოციალურ ქსელში წერს, ის მოსამართლემ სრულად უდანაშაულოდ ცნო:
“ჩემი თავი დავიცავი, მოსამართლემ სრულად უდანაშაულოდ მცნო, წავალ ახლა სინორს მივირთმევ და ზღვას გავხედავ”, – წერს კობერიძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, ცოტნე კობერიძე ბათუმში გუშინ დააკავეს.
კობერიძის თქმით, სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის ქუჩაში შეხვედრილ პრემიერ-მინისტრს “მონა” დაუძახა.