LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი იქნებოდა ეს დღე, რომ არ არსებობდეს რუსეთი… რომ არა ეს სვიტერი, მის ამოცნობას ალბათ ვერც კი შეძლებდა…“

19484
bavshvi

თინი შელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარ ჩანახატს უკრაინელი საშას შესახებ, რომელიც ტყვიამ იმსხვერპლა.

გთავაზობთ ემოციურ ჩანახატს:

„5 აპრილი (როგორი იქნებოდა ეს დღე, რომ არ არსებობდეს რუსეთი)

ანა პატარა საწოლთან მივიდა. იქ პატარა ბიჭუნა იწვა, გრძელი თმით.

– საშა, საშენკა, ადექი, უკვე დროა.  დღეს ბაღიდან თეატრში მიდიხართ, ხომ გახსოვს? – ალერსიანად გააღვიძა დედამ.

პატარა, გრძელთმიანი საშა საწოლიდან ჩამოხტა,  სასწრაფოდ ჩაიცვა თავის ყველაზე საყვარელი სვიტერი, დინოზავრის გამოსახულებით, რომელიც ახალ წელს  აჩუქეს და კართან დადგა. ერთი სული ჰქონდა, მალე წასულიყო ბაღში, რადგან იქიდან თეატრში მიდიოდნენ. მალე უკვე მანქანაში ისხდნენ, გზაში ცოტათი მუცელი ასტკივდა, მაგრამ დედამ უთხრა, რომ მალე გაუვლიდა და ესეც მოხდა. ძალიან ბედნიერია, დედა გვერდით ჰყავს,  თეატრში მიჰყავთ ბაღიდან და იქიდან რომ სახლში მივა, დედა დაჰპირდა შენ საყვარელ კატლეტებს დაგახვედრებო.

შეხედე საშენკა, ეუბნება დედა. ხეებზე უკვე კვირტები გამოვიდნენ, მალე გაზაფხულს ვიგრძნობთ. გახსოვს ის სიმღერა, მასწავლებელმა რომ გასწავლათ შარშან?  როგორ იყო?

Пробуждается всё и поля, и леса.

За зимою всегда наступает весна

5 აპრილი (რეალობა – რუსეთი არსებობს)

ანა პატარა საწოლთან მივიდა. იქ პატარა ბიჭუნა იწვა, გრძელი თმით.

– საშა!.. გვამი ამოიცნო. ამოიცნო ტანსაცმლით. ბიჭუნას თავისი საყვარელი დინოზავრიანი სვიტერი ეცვა. რომ არა ეს სვიტერი, მის ამოცნობას ალბათ ვერც კი შეძლებდა, რადგან სიკვდილმა მთლიანად წაუშალა სახე.

გარეთ გაზაფხულია. მალე კვირტები ყვავილებად იქცევიან, პატარა საშენკა კი მიწად. ესროლეს და ასე მოკვდაო, უთხრეს. ესროლეს, ბიჭუნას, რომელსაც დინოზავრიანი სვიტერი ეცვა, 4 წლის ბიჭუნას, დინოზავრის სვიტერით ესროლეს.

აღარ არსებობს არაფერი“.

mazda magti 5g