LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ არიან ბავშვები – ყველა დახოცეს, სულების ქალაქში, რომელსაც ბუჩა ჰქვია, აღარ არიან ცოცხალი ბავშვები…“ – ოლიკო ცისკარიშვილის ჩანახატი

168
oliko

ჟურნალისტი და პროფესორი, ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს:

„აღარ არიან ბავშვები“ – ყველა დახოცეს,

თქვა პრეზიდენტმა, რომელიც ოთხ კვირაში

დაბერებული თვალებით გაჰყურებს სულების ქალაქს…

აღარ არიან ბავშვები, ნუ გამოგზავნით საკვებს…

აღარ დაეხმაროთ ბავშვებს…

მათი გვამები უკვე ბელტებმა გადაყლაპა,

მათი ხელები უკვე მიწით აივსო,

მათი თვალები ვეღარ დაინახავენ ცას…

აღარ არიან ბავშვები…

ისინი ახლა სულების ქალაქში

დანგრეულ სახლის კედლებში დაიძინებენ,

დაბზარულ სკოლის კედლებში ისწავლიან…

დამწვარ იატაკზე ითამაშებენ,

დალეწილ მაგიდებზე ისადილებენ…

და გადამწვარ მიწაზე ითამაშებენ ბურთს…

სულების ქალაქში, რომელსაც ბუჩა ჰქვია –

აღარ არიან ცოცხალი ბავშვები…