LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის საგარეო მინისტრმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად თურქეთში მიიწვია

127
thumbs_b_c_d3b8076064c7c58447fc75846fe10602

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად თურქეთში მიიწვია – ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, წინადადებაზე ორივე მხარე თანახმაა.

ჩავუშოღლუ გამოეხმაურა უკრაინის ქალაქებიდან, გავრცელებული უმძიმეს ფოტო და ვიდეომასალებს და განაცხადა, რომ ბუჩას სისასტიკემ ჩრდილი მიაყენა მოლაპარაკების პროცესზე.

ჩავუშოღლუმ ბუჩაში მომხდარს არაადამიანური ქმედება უწოდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომიდან ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

„თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობასა და კანონის უზენაესობას. ეს ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. რაც შეეხება სავარაუდო სცენარებს, შეხვედრა ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების, შემდეგ კი პრეზიდენტების დონეზე გაიმართება. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეს შეხვედრები თურქეთში ჩატარდეს. ორივე მხარე, პრინციპში, მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში მოლაპარაკებების გამართვის იდეას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, ანკარა აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან, მარიუპოლიდან მოქალაქეების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებაზე.

magti 5g