ლელა წურწუმიას კონცერტი, რომელიც 15 აპრილს, ვარციხის მარანში იყო დაგეგმილი, 30 აპრილისთვის გადაიდო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლელას მეუღლე და ცნობილი პროდიუსერი, კახა მამულაშვილი (მამულიჩა) წერს.
მომღერალს კონცერტის გადადება კოვიდ-19-ის გამო მოუწია, რომელიც ლელა წურწუმიას უკვე მეორედ დაუდასტურდა:
ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა
“მეგობრებო, გილოცავთ ხარებას.
ამ კოვიდმა, მე მგონი, ბოლო კუდი მოისროლა და ლელასთან მოვიდა. 15 აპრილის კონცერტი ვარციხის მარანში, გადაიდო 30 აპრილს”, – წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში.
ლელა წურწუმია: „კლინიკაში რომ შემიყვანეს, ისეთი შეშუპებული ვიყავი, ვერ მიცნეს…“