LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია: „კლინიკაში რომ შემიყვანეს, ისეთი შეშუპებული ვიყავი, ვერ მიცნეს…“

1477
lelawurwumia69

ლელა წურწუმია „მთავარი არხის“ სამედიცინო გადაცემას ესტუმრა და ისაუბრა კოვიდინფიცირებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცავდა თავს, კორონავირუსი მაინც დაემართა.

ლელა წურწუმია:

„დამეწყო სურდოთი და უცნაური თავის ტკივილებით. ვერანაირად დავუშვი, რომ ეს იქნებოდა კორონა. მსუბუქი სიმპტომებით მიდიოდა. მოვყევი წვიმაში, გავცივდი და როგორც ჩანს, ჩემი იმუნური სისტემა იმდენად დაეცა, რომ ძალიან მომერია. სწრაფი ტესტით არ დამიდასტურა კორონავირუსი, შემდეგ კი პისიარი გავიკეთე, დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიყავი კოვიდდადებითი. სანამ მეტყოდნენ, დილიდან მივხვდი, რომ ეს იყო კოვიდი. დამეწყო ხრჩობა. სამი წლის წინ ყელზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული… ნელ-ნელა ყელმა დაიწყო გასიება. ლიმფური ჯირკვლებიც ჩამომისივდა ძალიან. ფაქტობრივად, კლინიკაში რომ შემიყვანეს, ისეთი შეშუპებები მქონდა დაწყებული, ვერ მიცნეს… რიკოთზე ორჯერ გავჩერდით, ისე ცუდად გავხდი. სამშობიარო ტკივილებს შევადარებდი იმას, რაც ყელში მქონდა. ვიკრუნჩხებოდი… პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკითხეს, ვიყავი თუ არა აცრილი და რომ ვუპასუხე, ორჯერ ვარ აცრილი-მეთქი, შვებით ამოისუნთქეს. მკურნალობის დაწყების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ფეხზე ავდექი. დე დიმერი მქონდა საკმაოდ მაღლი და ამიტომ არ გამომიშვეს, თორემ საღამოსთვის შეშუპებები უკვე დაცხრა…“

ლელა წურწუმიამ სამედიცინო გადაცემის წამყვანებს გაუზიარა ის ვიდეო, რომელიც კლინიკაში აქვს გადაღებული, სადაც ჩანს, რომ მომღერალი ხმას ძლივს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები