უკრაინაში დაღუპული ქართველის დავით მენაბდიშვილის შვილი გიორგი მენაბდიშვილი „კურიერთან“ საუბრობს, თუ რატომ მიიღო მამამისმა უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება.
„იყო წასული სამშობლოს გამო, თითოეული ჩვენგანის გამო, ოჯახების გამო და იმას ამბობდა სანამ წავიდოდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიყოო. 2008 წელშიც ომობდა, 2014 წელსაც იყო უკრაინაში“, – აცხადებს გიორგი მენაბდიშვილი.
გიორგი მენაბდიშვილი აცხადებს, რომ მამამისი იბრძოდა როგორც 2008 წელს აგვისტოს ომის დროს, ისე 2014 წელს დონბასში.
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ჩვენი ავტობუსიდან გარდაიცვალა დავით მენაბდიშვილი…ისე განვიცდი, როგორც საკუთარს: დომენიკ მანგო