LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემის მამა 4 მილიონიანი ქორწილიდან სახლში „უბერის“ ტაქსით გაემგზავრა – სიძის ბაბუისთვის მანქანა ვერ მოიძებნა

6727
tedd

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და მისი რჩეულის ნიკოლა პელტცის ქორწილი 4 მილიონ დოლარამდე დაჯდა. ქორწილის ცერემონია საოცრად შთამბეჭდავი იყო – მდიდრული და ბრენდული კაბების გამოფენა, ცნობილი ადამიანები, ულამაზესი ინტერიერი, უძვირესი ყვავილები და რაც მთავარია თავად პატარძალი, „ვალენტინოს“ საოცარ კაბაში. სტუმრები ქორწილის ცერემონიას ერთმანეთის მიყოლებით, ძვირფასი ავტომობილებით ტოვებდნენ, ამიტომ გაურკვეველია ინციდენტი, რომელიც დევის ბექჰემის მამას, ანუ სიძის ბაბუას შეემთხვა.

დევიდ ბექჰემის მამა ქორწილში მეუღლესთან, ჰილარისთან ერთად იმყოფებოდა . მან საქორწინო ცერემონია არა რომელიმე ვინტაჟური ავტომობილით, არამედ „უბერის“ ტაქსით დატოვა. სწორედ ეს კადრი დააფიქსირეს პაპარაცებმა, როდესაც ტედი და ჰილარის ქორწილის შემდეგ, „უბერის“ ტაქსს ელოდებიან.

ფოტო: ამაყი მშობლები – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის ქორწილში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ 

ფოტო: „საუკუნის ქორწილი“ – ბრუკლინ ბექჰემისა და მისი მილიარდერი გულისსწორის გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g