საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 11 აპრილის ბრიფინგზე, სადაც მან ევროკავშირის გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე საუბრობდა, პრორუსული “ალტ-ინფოს” გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს – ინფორმაციას თავად ტელეარხი ავრცელებს.
ადმინისტრაციაში ბრიფინგის გაშუქებისთვის საჭირო აკრედიტაციის მიცემაზე უარის ფაქტი ფორტუნას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
“უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას…
ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის სირცხვილი ხართ, ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე”, – ამბობს გადაცემის წამყვანმა.
არხმა ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ჟურნალისტი გაარკვიოს, რატომ არ უშვებენ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე.
„პრესცენტრს მინდა, რომ გავესაუბრო – ყველა ჟურნალისტი შეუშვეს აბსოლუტურად, ჩვენ გარდა. სამი საათით ადრე, როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ“, – ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი სიუჟეტში.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით „თბილისი პრაიდის“ მარშის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს.