გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს და ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.