LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ნაცარს გაყრით თვალებში, როდესაც გეუბნებათ, რომ ეკონომიკა და მონეტარული პოლიტიკა დასტაბილურებულია – ეკონომისტი

106
02b

საქართველოს მთავრობა ნაცარს გაყრით თვალებში, როდესაც გეუბნებათ, რომ ეკონომიკა და მონეტარული პოლიტიკა არის დასტაბილურებული, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს და ის აქვე მიზეზებსაც თვლის: ლარი დოლართან მიმართებაში 3.09; საწვავი 4.4 ლარი; სურსათი, მომსახურება და ა.შ გაძვირებულია 40% – ით; კომუნალური სერვისები გაძვირებულია 20% – ით; შემოსავლები შემცირებულია 30% – ით; ინფლაცია 14%.

„და თუ ეს ყველაფერი დასტაბილურებული ეკონომიკაა, კი ბატონო. რეალურად როგორ არის შესაძლებელი რომ იყოს:

1️⃣ ლარი დოლართან მიმართებაში 2.0.

2️⃣ საწვავი 2 ლარი.

3️⃣ სურსათსა და კომუნალურ სერვისებზე ფასის გაიაფება არარეალურია. უნდა გაიზარდოს ადამიანების შემოსავლები მინიმუმ 50% – ით.

5️⃣ უნდა მოხდეს საგადასახადო ლიბერალიზაცია და ქვეყანა გადაეწყოს ერთი გადასახადის პრონციპზე, რაც შექმნის ახალ გადასახადის გადამხდელებს და შექმნის ბევრად მეტ ეკონომიკურ წრე – ბრუნვას ქვეყანაში.

6️⃣ მცირე მთავრობის კონცეფცია.

სხვა დანარჩენი არის უბრალოდ თავის მოტყუება ‼️ P.S. ეკონომიკის გაგნებაში არ არიან“, – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g