LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პირველი ლედის თქმით, უკვე თვეზე მეტია ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნახავს

172
MjA1OWQ1ZjJjYmY0ZjhiNDllODQ1OGY5NGRmMTU=.thumb

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მეუღლე, ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნახავს.

ამის შესახებ ზელენსკამ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი საპრეზიდენტო ოფისში ცხოვრობს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი, მისი იქ ყოფნა არ შეიძლება.

“ვოლოდიმირი და მისი გუნდი რეალურად საპრეზიდენტო ოფისში ცხოვრობენ. მოსალოდნელი საფრთხის გამო, მე და ჩემს შვილებს იქ დარჩენა გვეკრძალება. ასე რომ, ერთ თვეზე მეტია, ჩემს ქმარს მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები”, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

იმ დღეს უკა­ნას­კნე­ლად ვნა­ხე პი­ჯაკ­სა და თეთრ პე­რან­გში – მას შემ­დეგ სამ­ხედ­რო გახ­და …”და­ი­წყო“, – სულ ეს იყო, რაც მან თქვა – ოლენა ზელენსკა

ბავშვებს ყველაფერი კარგად ესმით, რაც ხდება… უმცროსი ბიჭი ომზე ხატავს, ეს საშინელებაა – ერთ ღამეს იმდენად დაღლილი ვიყავი, ჩემმა შვილმა გამაღვიძა და მითხრა: „დედა, ისევ სარდაფში უნდა დავბრუნდეთ: ოლენა ზელენსკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g