LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის შს მინისტრმა გაეროს წარმომადგენელს სისხლით შეღებილი სათამაშო გადასცა – სათამაშო ჰააგის სასამართლოს რუსების სამხედრო დანაშაულის ნივთმტკიცებად გადაეგზავნება

145
სისხლით შეღებილი სათამაშო კრამატორსკიდან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ამინ ავადს სისხლით შეღებილი საბავშვო სათამაშო გადასცა, რომელიც კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე დაბომბვის შემდეგ იპოვეს.

უკრაინის შს მინისტრმა გაეროს წარმომადგენელს სისხლით შეღებილი სათამაშო გადასცა – სათამაშო ჰააგის სასამართლოს რუსების სამხედრო დანაშაულის ნივთმტკიცებად გადაეგზავნება

როგორც უკრაინულ მედია წერს, სათამაშო გადაეგზავნება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც რუსი დამპყრობლების სამხედრო დანაშაულის ნივთმტკიცება.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

magti 5g