LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ბრიტანეთის გავლენიანი ქალების რეიტინგში მოხვდა

41

ბრიტანულმა Vogue-მა სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი, 25 ყველაზე გემოვნებიან ქალს შორის დაასახელა.

კომპანიონობას ამ წოდებაში კი მას ცნობილი ადვოკატი ამალ კლუნი, მწერალი ჯოან როულინგი, დიზაინერი სტელა მაკარტნი, მოდელი ადვოა აბოა, მომღერალი დუა ლიპა და სხვა ცნობილი ქალბატონები მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგს მიღმა დარჩნენ კეიტ მიდლტონი და ელიზაბეტ მეორე.

ამ ყველაფერზე გამოცემამ სპეციალური კომენტარიც კი გააკეთა: მეგან მარკლის ისტორია, მოზარდობიდან, რომელიც ბუკინგემის სასახლის ფონზე სურათს იღებდა, მსახიობამდე, რომელიც ცოლად პრინცს გაჰყვა, საზოგადოებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი ისტორიაა.

ფაქტობრივად ერთ დღეში, ეს 36 წლის ქალი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი გახდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები