LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

238
publika.ge-33cf117627c1f4c261fc668625a54f91-xl

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა.

უკრაინაში, დელეგაციამ შეხვედრა გამართა რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქი ბუჩა და ირპენი მოინახულეს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.

ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი: შალვა პაპუაშვილი

ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა – რას წერს სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

სტეფანჩუკი: საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება, ასეთი დასკვნა შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g