LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თქვენ ისევ თქვენს პოზიციაზე ხართ, დონ და ვერ მოასწარით გაქცევა, გაიქეცით, დონ“ – კადიროვი მოსკოვს მოუწოდებს, უარი თქვან კიევთან მოლაპარაკებაზე

341
Untitled design (33)

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

„ეს კვლავ მე ვარ, კვლავ ტელეფონით, მინდა განვიხილო უკრაინის თემა“, – ამბობს ვიდეომიმართვის დასაწყისში კადიროვი და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები არ აწარმოოს.

„დიდი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია.

მოლაპარაკება შეიძლება ვინმესთან აწარმოო, იქ კი არავინაა, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკების გამართვა“, – აცხადებს კადიროვი.

ვიდეომიმართვაში კადიროვი იმასაც ამბობს, რომ უკრაინაში ბანდეროველები არიან და მათი განადგურება აუცილებელია.

„თუ ეს ეშმაკები ისევ ცოცხლები იქნებიან, ეს პრობლემაც არ მოგვარდება და გთხოვთ, რომ მიიღოთ მათი ძირფესვიანად განადგურების გადაწყვეტილება. გაანადგურეთ ეს ბანდერლოგები, ნაცისტები და ეშმაკები, რომლებიც თავიანთ თავებს მუსლიმებს უწოდებენ“, – ამბობს კადიროვი.

მისივე თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ხელისუფლება და ჰკითხონ ხალხს, თუ როგორ სურთ მომავალში ცხოვრება.

„ისევე როგორც თავის დროზე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა ჩეჩნებს მოგვცა არჩევანის შესაძლებლობა და დღეს ჩვენ იმ მართალი გადაწყვეტილებების შედეგად განვითარების გზაზე ვართ.. ასე რომ ახლა დავიწყებთ ჩვენ სამხედრო ოპერაციას და წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს მებრძოლებს..

რატომ იყენებს კადიროვი სიტყვა „დონს“ – რა ვერსიებია და რას ამბობს თავად „დონი“

ასე რომ, თუ თქვენ ისევ თქვენს პოზიციაზე ხართ, დონ და ვერ მოასწარით გაქცევა,  გაიქეცით, დონ, გაიქეცით, სადაც რუსეთის ფედერაციის ჯარები არიან, იქ თქვენ მიგიღებენ, გაჭვმევენ და გასმევენ, ყველაფერს გააკეთებენ“. – აცხადებს მიმართვაში კადიროვი.

რუსეთ- უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g