რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მოკავშირე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მსოფლიო მედიის ყურადღებას სულ უფრო ხშირად იმსახურებს.
რუსი სამხედროების მხარეს მებრძოლი კადიროვი, არაერთ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ის ჭკუას ასწავლის ნაციონალებს და უკრაინას მათგან გაათავისუფლებს.
ჩეჩენი მებრძოლების ლიდერს უცხოური მედიის ყურადღება გასულ წლებშიც არაერთხელ დაუმსახურებია.
ამჯერად ბევრი დაინტერესდა, რატომ შეიძლება, რამზან კადიროვი ამბობდეს სიტყვა „დონ“- ს.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა მას მეტსახელად „დონიც“ კი შეარქვეს და არაერთმა მათგანმა ჩაწერა ვიდეო, სადაც დონს მიმართავენ. ამ ვიდეოებში დონ, რა თქმა უნდა, ცინიკურად ჟღერს.
მართლაც რატომ შეიძლება, რამზან კადიროვი ხშირად ამბობდეს დონ-ს?
მისი ნებისმიერი ინტერვიუდან ან მიმართვიდან იმდენად ხშირად ისმის -დონ, რომ მეხსიერებაში მხოლოდ ეს სიტყვა რჩება და
რაც უფრო ნერვიულობს, უფრო ხშირად ამბობს ამ სიტყვას.
ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი ვერსია გაჟღერდა.
ზოგი მათგანი ამტკიცებს, რომ კადიროვი ფილ „ფორსაჟის“ თაყვანისმცემელია,
ზოგიც ამბობს, რომ რეპერ ლილ ჯონის შემოქმედებას იცნობს კარგად და მისი გავლენაა.
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ძველ დროს კადიროვი შურინის შემოქმედების კარგად მცოდნე და შემფასებელი იყო და ამის გავლენაც სახეზეა. შურინის სიმღერა „დონ“ 90-იან წლებში იყო პოპულარული.
ასევე პოპულარულია ვერსიაა, რომ ის თაყვანისმცემელია მდინარე დონის, რომელიც რუსეთის ევროპულ ნაწილში მიედინება.
არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ კადიროვი თავის გამოსვლებში ახსენებს დონ ვიტო კორლეონეს. მაფიოზური დაჯგუფების მეთაურს, რომელიც ყველასთვის ცნობილია, როგორც ნათლიმამა.
დონ – ჩეჩნურ ენაში სიტყვა „დიუჰიუნას“ შემოკლებული ფორმაა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „დიახ ვარ“. სავარაუდოდ ეს მის ამოჩემებულ სიტყვასთან კავშირში არ უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, ერთხელ თავად კადიროვსაც ჰკითხეს, რას ნიშნავდა „დონ“.
პასუხი იყო, რომ არაფერს და რომ უბრალოდ სიტყვების დაკავშირებისთვის იყენებდა ამ სიტყვას.
„მოკლედ რომ ვთქვათ“ – შეგვიძლია ასეც გავიგოთ, ამბობს კადიროვი.
მან რუსული ენა უკეთ იცის ვიდრე ჩეჩნური. და როდესაც ჩეჩნურად იწყებს საუბარს, მისი გაგება ბევრ ჩეჩენს უჭირს, თუმცა „დონ“ ამ შემთხვევაშიც ხშირად ისმის.
ამოჩემებული სიტყვის გამო რამზან კადიროვის მეტსახელია „დონ-დონ“.