უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ომის მეორე ეტაპი დაიწყო, თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონზე.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, რატომ რის დონბასის ბრძოლა მნიშვნელოვანი.
რადგან ბევრი მეკითხება, რატომ არის დონბასის ბრძოლა მნიშვნელოვანი, გავაზიარებ ამ თვის დასაწყისში დაწერილ პოსტს ამ თემაზე..
რატომაა გადამწყვეტი აპრილის თვე რუსეთ-უკრაინის ომში?
ამიტომ, რომ სწორედ აპრილში გაირკვევა ამ ომის (და არამარტო ომის) საბოლოო ბედი.
რა თქმა უნდა, კიევთან მარცხისა და იქიდან გაქცევის შემდეგ კრემლი არ შეწყვეტს ომს. იგი ძალების გადაჯგუფებას და სხვა ფრონტებზე
“წარმატების” მოპოვებას შეეცდება 9 მაისამდე (პუტინს აღლუმამდე სჭირდება “გამარჯვება”).
მოსკოვში ფიქრობენ, რომ მათ შანსები აქვთ დონბასში. ამიტომ დიდი ალბათობით, აქ მიაყრიან მთელ დარჩენილ ძალებს, რომელიც სულ უფრო და უფრო ილევა (ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ნაწილებიც ხომ სწორედ მაგ მიმართულებაზე გადაისროლეს).
აქ მათი მიზანი დიდი უკრაინული სამხედრო დაჯგუფების ალყაში მოქცევა (როგორც რუკაზეა) და განადგურება იქნება.
ამიტომ იბრძვიან ისინი გამხეცებით იზიუმთან და მარიუპოლთან. მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლები ცოცხალი ძალა (საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების კი ეშინია კრემლს, რათა უკმაყოფილების ტალღა არ გამოიწვიოს რუსეთში) და ტექნიკა რჩებათ ამ იდეის განსახორციელებლად. ძალზედ საეჭვოა, რომ რუსებმა ეს გეგმა შეასრულონ. ამ გეგმის ვერშესრულება კი კრემლის გადმოსახედიდან ქვეყნის კრახს ნიშნავს.
თუმცა, უკრაინელებსაც სჭირდებათ დამატებითი შეიარაღების მიღება და ძალების მობილიზება ამ მიმართულებით.
როგორც ჩანს, აპრილის თვე ძალზედ სისხლიანი, მაგრამ ამავე დროს გადამწყვეტი იქნება ამ ომში. ასევე აპრილში გამოჩნდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი რეალური ეფექტიც.
ისტორიულ მომენტში ვცხოვრობთ. ჩვენს თვალწინ ხდება XXI საუკუნის მთავარი მოვლენა – რუსეთის იმპერიის ჩამოშლა.
და ისეთი პირი უჩანს, რომ სწორედ აპრილის თვე იქნება რუსეთის ჩამოშლის დასაწყისი”, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.