სკანდალურ სასამართლო პროცესზე, რომელიც ჯონი დეპსა და ემბერ ჰარდს შორის მიმდინარეობს, უკვე ბევრი შოკისმომგვრელი დეტალი გავიგეთ. ემბერმა აღიარა, რომ ის მეუღლეს სცემდა, ჯონიმ კი დეტალურად მოყვა, თუ როგორ წააწყვიტა შუა თითი ჰარდმა გატეხილი ბოთლით და მის არამდგრად ფსიქიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
ვიდეო: „მაპატიე, რომ უფრო მაგრად არ ჩაგარტყი“ – ემბერ ჰარდმა აღიარა, რომ ჯონი დეპს ხშირად სცემდა
ამჯერად პროცესზე ჯონი დეპის ფარული ჩანაწერი გააჟღერეს, რომელშიც ჯონი დეპი მეგობარს, პოლ ბეტანს ესაუბრება. დეპი მას შემზარავ შეტყობინებას უგზავნის:
„მოდი, სანამ დავწვავთ, დავახრჩოთ, შემდეგ მე მის დამწვარ ნეშთს გავ####ვ, რათა დავრწმუნდე, რომ ის მკვდარია“, – წერს ჯონი მეგობარს.