„ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი იუბილარია.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ერთ-ერთი პირველი იყო, მეთაურის და, ნონა მამულაშვილი.
„დღეს ჩემი კეთილი, თბილი, მზრუნველი, ერთგული და უძალიანმაგრესი ძმის დაბადების დღეა
მიყვარხარ და მეამაყები“. – წერს ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
„ქართული ლეგიონის“ ფეისბუქგვერდზე მეთაურს ოკუპანტებზე სწრაფი გამარჯვება უსურვეს.
„ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს მეთაურს.
საუკეთესო მეთაური !
ყველაზე მაგარი კაცი !
ორი ქვეყნის მამაცი მეომარი!
გისურვებთ ჯანმრთელობას და გამხნევებას
და ყველაზე სწრაფი გამარჯვება ოკუპანტებზე!“ . – ვკითხულობთ „ქართული ლეგიონის“ ფეისბუგვერდზე.