LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა კობახიძე: “4 წლის უკრაინელ ბიჭს უცნობმა ავსტრიელმა შოკოლადი აჩუქა, მან კი ქართულად უპასუხა “მადლობა”, ბავშვისთვის მადლიერების გრძნობა ქართულ ენაზე გამოითქმის”

3553
BeFunky-collage (6)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ემოციური ამბის შესახებ წერს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ავსტრიაში მყოფმა უკრაინელმა ბიჭმა მადლობა უცნობს ქართულ ენაზე გადაუხადა.

პროფესორი წერს, რომ ბავშვისთვის მადლიერების გრძნობა ქართულად გამოითქმის, ეს კი ქართველი ხალხის მხარდაჭერის შედეგია.

“უკრაინელი დევნილების ამბავზე რომ ვწერდი, თქვენს დახმარებას ვითხოვდი და ბევრი თქვენგანიც გულუხვად გასცემდა, ალბათ გემახსოვრებათ.

ახლა ავსტრიაში არიან და ასეთი ისტორია მოხდა: ოთხი წლის უკრაინელ ბიჭს უცნობმა ავსტრიელმა შოკოლადი აჩუქა და მან ქართულად უპასუხა “მადლობა”.

ბავშვისთვის, რომელმაც ქართულად მხოლოდ ეს სიტყვა იცის, მადლიერების გრძნობა ქართულ ენაზე გამოითქმის.

ამას იმიტომ ვწერ რომ ამ გრძნობის ავტორები თქვენ ხართ, ვინც მათ ყოველდღე ეხმარებოდით.

თქვენ მადლობა,” – წერს ბექა კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g