უკვე თვეზე მეტია, რაც ბავშვებითა და ქალებით სავსე “აზოვსტალის” თავშესაფარი რუსული ბლოკადის ქვეშაა.
აზოვის ბატალიონმა ქარხნის თავშესაფრიდან ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ადგილზე მყოფები საუბრობენ.
„სახლებში გვინდა დაბრუნება, გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ, ახლობლები ვნახოთ. 27 თებერვლიდან დედასთან და ბებიასთან ერთად სახლი დავტოვეთ. იმ დროიდან არ გვინახავს მზე, ცა. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე,“-აცხადებენ ბავშვები სამხედროებთან საუბარში.
„ვიმყოფებით „აზოვსტალის“ კომბინატში, მოგმართავთ, გთხოვთ, გაგვიყვანეთ აქედან. გვინდა, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ახლა ჩვენთვის საჭმელი ვჭამოთ, ტკბილი ჩაი დავლიოთ“, – აცხადებს ბუნკერში მყოფი ერთ-ერთი ქალი.
შეგახსენებთ, მარიუპოლიდან და მასში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაცია წინა დღეებში ჩაიშალა რადგან, რუსული მხარე უარს ამბობს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო დერეფნების გახსნაზე.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ქალაქ მარიუპოლიდან დღეს ევაკუაცია კვლავაც იგეგმება.
მისივე თქმით, ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წარიმართება, ევაკუაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყება.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.