LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უსმენენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები?

84

სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, ისევე, როგორც რიგით ადამიანებს, უყვართ მუსიკა. თითოეულ მათგანს თავისი ფავორიტები ჰყავთ და საყვარელი მიმდინარეობები აქვთ.

დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ძალიან უყვარს დოლორეს გრეი და ვერა ლინი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ მეასე წლის იუბილეც აღნიშნა, თუმცა ნაკლებ სარწმუნოა, რომ დედოფლის დაბადების დღეზე ის მისთვის სიმღერას შეძლებს.

პრინც ჩარლზის საყვარელი მომღერალი – ლეონარდ კოენი 2016 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. პრინც ენდრიუს კი შედარებით თანამედროვე გემოვნება აქვს და მისი საყვარელი მუსიკოსი will.i.am.-ია.

კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ასევე უყვართ თანამედროვე მუსიკა. მათ ქოწილზე, მათივე სურვილით ელი გოლდინგმა იმღერა. ამას გარდა, პრინცი უილიამი Coldplay-ის დიდი თაყვანისმცემელია.

რაც შეეხებათ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს, ჰარის გრაიმის ჟანრი უყვარს, კონკრეტულად კი Skream. რაც შეეხება მარკლს, ადრე თავის ბლოგში ის წერდა, რომ უყვარს Crystal Fighters, მეგი როჯერსი და ჟანელ მონე.