BMW 7 პროექტის მენეჯერმა გამოცემა CArSales-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია უკვე სამი წელია რაც კლიენტების ავტომობილების შესახებ ანონიმურ ინფორმაციას აგროვებს. ეს ყველაფერი მყიდველთა თანხმობით კეთდება, შესაბამის ნებართვას ხელი 80%-მა მოაწერა. ამ გზით მოგროვებულ მონაცემებს კი ბრენდი პროგრამული უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
ამ დროისთვის BMW-ს 1,2 მილიარდი კლიენტის გადაადგილების შესახებ აქვს ზუსტი ინფორმაცია. წლის ბოლომდე ეს ციფრი შესაძლოა 2 მილიარდამდე გაიზარდოს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ეს მონაცემები ანონიმურია და მხოლოდ ამა თუ იმ სისტემის გამოყენებას აფიქსირებს.
ინფორმაციის დახმარებით სპეციალისტებს შეუძლიათ გაიგონ, თუ რომელ ადგილებში იყენებს მძღოლი უსაფრთხოების სისტემებს ყველაზე ხშირად, როგორ იყენებს მათ და სად სრულდება ასისტენტების ეფექტურობა.