თემო რცხილაძე „ტიკ-ტოკის“ საშუალებით ისევ ავრცელებს რუსულენოვან მიმართვას, რომელიც რუსული აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი და ყველას ულოცავს აღდგომის დღესასწაულს, როგორც თავად ამბობს, რუსების გარდა:
„იმ დღეს, როდესაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებოდა, რუსებმა გაუშვეს ცეცხლი ოდესის მიმართულებით და ასეთ დღეს მოკლეს ქალები და ბავშვები. ასე მხოლოდ უწმინდური ძალა შეიძლება იქცეოდეს. და თქვენ ხართ კიდეც… მოსკოვის ცენტრში ვინ გიწევთ? რთულია, მას ადამიანი დაუძახო, ისიც ვლადიმირია, რომელმაც რუსეთის, როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო ნაწილი დახოცა. ისინი იბრძოდნენ სამშობლოსა და ღირსებისთვის, ისე კი არა, როგორც ამას თქვენ, მოროდიორები აკეთებთ, მოკლა სამეფო ოჯახი, გაანადგურა რუსეთის საუკეთესო ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნე და სად წევს ის? მოსკოვის ცენტრში. ალბათ, მასზე ლოცულობთ, ხომ? ის თქვენი კერპია. მეორე ქონდრისკაციც გამოჩნდა, კიდევ ახალი კერპი. ისინი ერთმანეთს ძალიან მოუხდებიან, მას გვერდზე მიუწვინეთ… ცოცხალიც შეგიძლიათ… ცოცხალია თუ მკვდარი, ხუ..ლოა, როგორც შეარქვეს უკრაინელებმა. პირველმა ქონდრისკაცმა ნახევარი რუსეთი გაანადგურა, ეს მეორე კი მთლიან რუსეთს გაანადგურებს, რადგან ღმერთი არ აპატიებს ასეთ დღეს ქალაქების დაბომბვას. თქვენი საქმე დამთავრებულია!..
თემო რცხილაძის ვაჟი მამის ზუსტი ასლია: „დროზე ჩამოდი, მოგვენატრე…“
ვიდეო: თემო რცხილაძე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საახალწლო ეთერში გამოჩნდა