უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ფუნდამენტურად ახალ ფაზაში გადადის – ხდება სამხედრო ძალების აღჭურვა NATO-ს შეიარაღებით.
“გადავედით სრულად ახალ ფაზაში, რასაც 2 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. გადავედით ფუნდამენტურად ახალ ფაზაში, რომელზეც არც გვიოცნებია – ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების NATO-ს იარაღით აღჭრვა, NATO-ს სტანდარტით. ეს უკვე ხდება”. – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, ყველაფერი პატარა ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით დაიწყო, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო, დაერწმუნებინა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის დრო იყო.
“თავდაპირველად ჰაუბიცები (საარტილერიო იარაღი) ჩამოგვივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრად მეტი ჩამოვა. ეს ისტორიული მომენტია, ეს ისტორიული შემობრუნების წერტილია”. – განაცხადა კულებამ.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.