LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისანში ჩხუბის დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა

183
სასწრაფო-ნეტგაზეთი

ისანში, “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი სისხლიანი გარჩევა მსხვერპლით დასრულდა.

გარდაცვლილია ერთი პირი.

ცნობისთვის, შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ერთ-ერთი 17 წლის ბიჭია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, დაჭრილები არიან მამა, მისი ორი შვილი და გამშველებელი.

მეზობლებს შორის ჩხუბის მიზეზი სავარაუდოდ, თავდამსხმელი მამაკაცის მხრიდან დაჭრილების მისამართით დამამცირებელი რეპლიკა გახდა.

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს – მათ შორის ერთი 17 წლის ბიჭია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g