LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება პოლოლიკაშვილს: „ძვირფასო ზურაბ, მადლიერი ვარ თქვენი პრინციპული პოზიციის“ – რუსეთი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ტოვებს

138
ipiccy_image

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, დატოვოს საერთაშორისო სააგენტო სწორედ მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყნის ორგანიზაციიდან გაძევების კენჭისყრისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ორგანიზაციიდან გასვლის მიუხედავად, ასამბლეა ქვეყნის წევრობას მაინც შეაჩერებს, რადგან აღნიშნულს მყისიერი ეფექტი ექნება, ხოლო ორგანიზაციიდან რუსეთის გაყვანის ოფიციალურ პროცესს ერთი წელი დასჭირდება.

მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ორგანიზაციის წევრები ხმას დაუჭერენ რუსეთის წევრობის შეჩერებას და ამით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მაგალითს მისცემენ. “ჩვენი მოწოდება ნათელია: ტურიზმის ხელშეწყობა უნდა მოხდეს მშვიდობის და ადამიანთა უნივერსალური უფლებების დაცვით. მხოლოდ ისინი იქნებიან ორგანიზაციის წევრები, ვინც ამას იცავენ და იზიარებენ”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერის” გვერდზე გამოეხმაურა და ზურაბ პოლოლიკაშვილს პრინციპული პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა. „ძვირფასო ზურაბ, მადლიერი ვარ თქვენი პრინციპული პოზიციის, რომელმაც უზრუნველყო ეს გადაწყვეტილება”, – წერს კულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g