ედ შირანის კონცერტის ორგანიზატორებმა, მომღერლის გერმანიაში გასამართი კონცერტი იმ მიზეზით გადადეს, რომ ღონისძიებამ ტოროლების პოპულაციაზე, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს.
კონცერტი 22 ივლისს იყო დანიშნული. ესენის აეროპორტში ამ ფრინველის რვა წყვილი ცხოვრობს, რომლებიც იშვიათ ჯიშს განეკუთვნებიან. გერმანიის ხელისუფლებას კი მათი დაცვა ევალებათ.
შედეგად გადაწყდა, რომ ამავე რიცხში შირანი კონცერტს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართავს.