რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემას აუქმებს.
აღნიშნული კანონი ვრცელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის და შვეიცარიის მოქალაქეებზე.
კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონი ვრცელდება დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებზე, ასევე ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, ეროვნულ და რეგიონალურ მთავრობებზე, საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებზე, ასევე ჟურნალისტებზე.
მანამდე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის ბრძანება „სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ უცხო ქვეყნების არამეგობრულ მოქმედებებთან დაკავშირებით“. ამ ბრძანებით ჩერდება ნორმა, რომლითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეეძლოთ რუსეთში უვიზოდ შესვლა.