პრინც ჰარის საცოლე, მეგან მარკლი სულ მალე რელიგიას შეიცვლის და ანგლიკანელი გახდება.
ამერიკელი მსახიობი პროტესტანტულ ოჯახში იზრდებოდა, დადიოდა კათოლიკურ სკოლაში, ხოლო პირველად ცოლად იუდეველს გაჰყვა. ამჯერად კი, სამეფო წესების თანახმად, მან რწმენა უნდა შეიცვალოს და დანარჩები წარმომადგენლების მსგავსად ანგლიკანელი გახდეს.
ნათლობის ცერემონია კენსინგტონის სასახლეში გაიმართება.