LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს დაარიგებს, სესხებში განაკვეთს შეამცირებს

217
250258547_223_555_2848_2032_1920x0_80_0_0_72170ba9f76b82e76c6a1d4e2925c56f

პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდა. მხარეებმა, ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ტექნიკური დეტალები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვისთვის,  სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება. ტენდერში მონაწილეობისთვის, წინადადების წარმოდგენა, კომპანიებს 16 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

განახლებული სატენდერო პირობების მიზანი, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g