LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ნატოში გაწევრიანება უსაფრთხოებისთვის გვჭირდება.. ჩვენ რუსეთთან ომის მოგებას ვერ შევძლებთ“

124
BeFunky-collage (7)

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების გარანტია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყანა ომით ვერ მოიპოვებს, რამდენადაც სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა რუსეთთან ომში გამარჯვებას ვერასოდეს შეძლებს:

„რაც ნამდვილად გვჭირდება, სწრაფი და მოკლე გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. ასეთ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს ომი იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი: არ შეიძლება, რომ იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე, საქართველოში ომის მომხრე არავინ არ არის

პრეზიდენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გზა, რომელიც უკვე იქცა რეალობად.

„ეს არის გზა, რომელიც უკვე იქცა რეალობად. უკრაინის ომმა დაანახა ევროპელ ლიდერებს, რომ გზა, რომელიც გულისხმობდა გრძელვადიან პერსპექტივას, არ აძლევდათ ამ ქვეყნებს მიყოლის სურვილს. აგრესიისა და საფრთხის წინააღმდეგ ამ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გამოვლენის ერთ-ერთი გზა იყო მათთან მეტი დაახლოება, რის რეალიზაციასაც ახლა ვხედავთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Deutsche Welle-ს ჟურნალისტის შეკითხვას, აკეთებს თუ არა მთავრობა საკმარისს უკრაინის მიმართ და ისმენენ თუ არა იმას, რაც ხალხს სურს, პრეზიდენტი ასე პასუხობს:

“ვფიქრობ, მთავრობა უფრო რეალისტურია, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგანაც ერთი ახლა საუბრობს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმზე.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმავე გზით, მაგრამ ეს არანაირად ცვლის სოლიდარობის დონეს, რომელიც გაგვაჩნია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g