LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: არ შეიძლება, რომ იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე, საქართველოში ომის მომხრე არავინ არ არის

90
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს ომის პარტიაზე და საქართველოში ომის მომხრე არავინ არაა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე მხრივ, არ შეიძლება საუბარი მიმდინარეობდეს იმაზე, რომ მიდის გარკვეული ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა.

„არ შეიძლება, რომ იყოს ლაპარაკი რაღაც ომის პარტიაზე საქართველოში. ჩემთვის ეს არ არსებობს.

არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვამზადებთ იმ კითხვარზე პასუხებს, რომელიც არის ევროკავშირის კითხვარი და არ შეიძლება ასეთი ბრალდებები.

ასევე, არ შეიძლება, მეორე მხრივ, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით, მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

პრეზიდენტი: მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g