როგორც ჩანს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ფეხბურთიც უყვარს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე დასასწრებად მადრიდში ჩავიდა. ქართველი სპორტსმენი მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის თამაშს შეყვარებულთან, შარლოტა ჰელენთან ერთად ესწრება.
სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონიდან ფოტოები შარლოტამ ინსტაგრამის პოსტში გამოაქვეყნა, ბასილაშვილი კი თამაშიდან ვიდეოებს ინსტაგრამ სთორზე დებს.