ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ფულისა და მისი ხარჯვის შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ფუფუნებაში ცხოვრება დიდ დისკომფორტს უქმნის:
კითხვას, რაში ხარჯავს ფულს სიამოვნებით და რაში არ ენანება მისი გაცემა, მომღერალი ასე პასუხობს:
„მეჩხუბებიან ხოლმე, შენს თავს მიხედეო. ძალიან ამპარტავნულად გამომდის, მაგრამ ყველაზე მეტად თანხის დახარჯვა საკუთარ თავზე მენანება. ჩემს ოჯახის წევრს თუ დასჭირდება, ძალიან მიხარია ამის გაკეთება, მაგრამ ჩემთვის – არა. როცა რაღაც მაქვს, ერთი ჯინსი იქნება თუ ორი მაისური, სანამ მაქვს, ახალი არ მჭირდება, ეს ჩემთვის ზედმეტია. მეუბნებიან ხოლმე, წადი და იყიდეო, მაგრამ მირჩევნია, რამე ჩემს მეგობრებს გავუკეთო, ვიდრე მე მქონდეს ზედმეტი, იმდენი, რამდენიც არ მჭირდება…“