ტანმოვარჯიშე და ტელესახე ქეთევან ხატიაშვილი ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ის „ინსტაგრამის“ გვერდზე სხვადასხვა სამოსით „ლუქებს“ უზიარებს ხოლმე გამომწერებს და მათი აზრით ინტერესდება.
ამჯერად შავი გულამოღებული კორსეტი და ამავე ფერისა და მატერიის გრძელი შარვალი მოირგო და მნახველთა აღფრთოვანება დაიმსახურა.
ქეთის ასეთი კომენტარები დაუწერეს:
„საუკეთესო ლუქია, რაც თქვენზე მინახავს…“
„გამაგონებელი ქალი ჩვენ წინაშე. ამ წარმოუდგენელ სილამაზეს ვინ ვერ ამჩნევს?“
„სულ ასეთი ლამაზი როგორ ხარ“
„ძალიან დახვეწილი…“